logo_geo
eng_logo
ბათუმის სპორტის სასახლეში საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი-2023“ გაიმართა
- +

29 ივლისი. 2023. 01:09

 

 

ქალაქ ბათუმის მერიის, ბათუმის სპორტული ცენტრის და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ 21-28 ივლისს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის საჭადრაკო ფესტივალი „ბათუმი-2023“ გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ღონისძიებაში ჩართული იყო 6 ქვეყნის 150-მდე მოჭადრაკე.

 

8,10 და 12 წლამდე ასაკობრივი კატეგორიების გამარჯვებული ხუთეული, როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის, დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით, 20 წლამდე კი - სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერებით. ასევე, 14 და 16 წლამდე კატეგორიებში გამოიყო თითო საუკეთესო მოჭადრაკე გოგონა და ჭაბუკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner