logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: რაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოახერხა, ამას სწორი სტრატეგიული, პრაგმატული პოლიტიკა ჰქვია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცებას წარმოადგენს!
- +

29 ივლისი. 2023. 10:30

 

 

„ანა, „შვილო“, ალბათ, როცა გაიზრდები, მიხვდები რა არის „real-პოლიტიკა“, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და რა განსხვავებაა სხვა ქვეყნის ინტერესებზე მოცეკვავე, მარიონეტულ პოლიტიკას შორის“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის, ანა ბუჩუკურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით,  რომ ჩინეთთან სტრატეგიული მოკავშირიეობით საქართველო საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის.

 

ქადაგიძის თქმით, პრემიერ მინისტრის სწორი პოლიტიკის წყალობით ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

 

„პირველი მერცხალიც გამოჩნდა…

 

რა თქმა უნდა, ვინ, თუ არა ღალატის ფორმულა გახარიას გოგო-ბიჭები?!

 

ანა, „შვილო“, რაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოახერხა, ამას სწორი სტრატეგიული, პრაგმატული პოლიტიკა ჰქვია, რაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საკუთარი როლის გლობალურ სათამაშო დაფაზე განსაზღვრას წარმოადგენს! ალბათ, როცა გაიზრდები, მიხვდები რა არის „real-პოლიტიკა“, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და რა განსხვავებაა სხვა ქვეყნის ინტერესებზე მოცეკვავე, მარიონეტულ პოლიტიკას შორის. თუმცა სანამ შენ გაიზრდები, დაღვინდები, ჩამოყალიბდები და პოლიტიკის არსს გაიგებ, იმდენი დრო გავა, რომ აღარც შენ და აღარც შენი მოღალატე გახარია ემახსოვრება ხალხს. მანამდე კი მიდი, იბუქნავე სხვის დაკრულზე და დაელოდე გახარიას ტაშს, იქნებ დაგიფასოს და ერთი ორი „სელფი“ გადაიღოს შენთან“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner