logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან, როგორც ჩინეთია, სტაბილური, მწყობრი, კარგი ურთიერთობების არსებობა საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია
- +

29 ივლისი. 2023. 12:45

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში მედიასთან შეაფასა.

 

„პრემიერის ეს ვიზიტი გახლავთ ისტორიული და ძნელია არ დაეთანხმო, რომ პრაქტიკულად ხელახლა იწერება თანამედროვე სამყაროს უსაფრთხოება, ასევე ეკონომიკური არქიტექტურაც ახლა განისაზღვრება და ასეთ დროს, ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან, როგორც ჩინეთია, სტაბილური, მწყობრი, კარგი ურთიერთობების არსებობა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღებით. ეს არის, მაგალითად განსაკუთრებული როლი რომელიც უკავშირდება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ პოტენციალს, აქ ჩინეთთან სათანადო თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner