logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: პრემიერის ვიზიტის ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, ეს არის ჩინეთთან ურთიერთობების ახალი ეტაპი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უკვე სხვა, მაღალ დონეზე გადაიყვანს
- +

29 ივლისი. 2023. 12:58

 

 

ამ შეხვედრას ორივე მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობასთან დაკავშირებული განცხადებები მოჰყვა, მათ შორის ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ფორმატების გახსნა, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„თავად ეს შეხვედრა, რომელიც სხვადასხვა საუნივერსიტეტო ოლიმპიადის ფარგლებში შედგა, ძალიან საინტერესო დღის წესრიგს გულისხმობდა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, ეს არის ჩინეთთან ურთიერთობების ახალი ეტაპი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უკვე სხვა, მაღალ დონეზე გადაიყვანს და ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა წილოსანმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner