logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში სრული მზაობაა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული
- +

29 ივლისი. 2023. 13:00

 

 

საქართველოში არის სრული მზაობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არა გარკვეული, არამედ ძლიერი პროგრესი.

 

„ახლახან იყო კონფერენცია, სადაც ევროკავშირის ელჩი ბრძანდებოდა, სხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ელჩები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციაც მოწვეული გვყავდა.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ რიტორიკა მათი მხრიდან იცვლება, რადგან ის მავნე ნარატივი, რასაც ამკვიდრებდნენ, პრაქტიკული, ასე ვთქვათ, ადგილზე გადამოწმებით სხვა რეალობა ვლინდება. საქართველო სულ სხვა განვითარების ეტაპზეა და ეს ფსევდო-ლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ოპერირებდნენ, ჰაერში გამოკიდებული დარჩა. აღნიშნულ კონფერენციაზეც აღმოჩნდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არა გარკვეული პროგრესი, არამედ მართლაც ძლიერი პროგრესი. ყველა ობიექტური მოცემულობა, ისევე როგორც ადრე, როცა არ მოგვანიჭეს კანდიდატობა და პერსპექტივა მოგვანიჭეს. მით უმეტეს, დღეს საქართველოში არის სრული მზაობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner