logo_geo
eng_logo
ბუფონმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
- +

29 ივლისი. 2023. 13:16

 

 

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სათამაშო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. უახლოეს დღეებში ის ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს, – დაწერა „ტვიტერში“ საფეხბურთო ინსაიდერმა, მატეო მორეტომ.

 

45 წლის ბუფონმა კარიერის დიდი ნაწილი „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 700-ზე მეტი მატჩი ითამაშა.

 

2021 წლის ზაფხულში ვეტერანი მეკარე „პარმაში“ დაბრუნდა. გასულ სეზონში ბუფონმა სერია B-ში 17 მატჩი ჩაატარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner