ავტორი თამუნა ნათაძე
„შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობაც" აუტსაიდერების სიაში გადავიდეს", - ასე აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას ექსპერტი ვახტანგ მაისაია „ნაციონალური მოძრაობის" შანსებს არჩევნებზე.
„ნაციონალურ მოძრაობას" დიდი ფინანსური პრობლემები გააჩნია, ეს ჩანს მათ წინასაარჩევნო პასიურობაში. რამდენიმე რეგიონში მათ წარმოადგინეს მაჟორიტარობის კანდიდატები, თუმცა ყველგან არა. ისინი აქტიურობით არ გამოირჩევიან. მათ პარტიაში ახალი სახეების ნაცვლად ვხედავთ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობებს. „ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ამიტომ, მას სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა ბურჭულაძის პარტიის მხრიდან. შეიძლება სანდრა რულოვსის ჩართულობამ მათ ცოტათი უშველოს, ან პირიქით, ეს გახდეს სრული განადგურების მიზეზი. შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობაც" აუტსაიდერების სიაში გადავიდეს, როგორც ლეიბორისტები და სხვა პარტიები", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.