„მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სინამდვილეში, ამით ორი რამე აშკარავდება - ერთი, რომ ყალბ ამბებზე აგებენ საკუთარ დღის წესრიგს და მეორე - თუ რამე არ მოიგონეს, არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი. თან, ასე, არაგრამატიკულად და უხარისხოდ.
მაგრამ ზუსტად ასეთი უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ ცილისწამებასა და ტყუილზე“, - წერს რატი იონათამიშვილი.
27 ივლისს ბათუმის პორტში მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებდენ საკრუიზო ლაინერის ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში შესვლას, სადაც რუსი ტურისტებიც იმყოფებოდნენ.