logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დასავლეთის ბაზრები ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი
- +

29 ივლისი. 2023. 14:31

 

 

დასავლეთის ბაზრები ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისა განაცხადა.

 

„სატრანზიტო დერეფანი არის სწორედ ის სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიდი ხანია ვსაუბრობთ და რითაც საქართველო ფასდება, როგორც პარტნიორი, ეკონომიკურ დარგში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner