„ეს მართლაც ქაცარი, ქაცარავა, ეს გლახა რუსი მსახიობი, რა დღეში ჩააგდო რუსულმა რუბლებმა და რას ბედავს!”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრზე დავით ქაცარავაზე, რომელმაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
„ნახეთ ეს პუტინის შნირი! ეს რუსულ ფილმებში რუბლებით მონაწილე ანაზღაურებადი აგენტი! ეს ასმაგ ღობეზე მოხტუნავე. კაცმა რომ არ იცის კრემლის გარდა კიდევ, რომელი აგენტოკრატიის ტიპური წარმომადგენელია! ეს მართლაც ქაცარი (მეგრ. ციკანი) ქაცარავა, ეს გლახა რუსი მსახიობი, რა დღეში ჩააგდო რუსულმა რუბლებმა და რას ბედავს!
როგორც კი ნახეს უბნელესმა ძალებმა, რომ საქართველო მსოფლიოში იმკვიდრებს იმ ადგილს, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნოდა და ეკუთვნის! უმალ დაიწყეს გირჩ-ზურაბას მეთაურობით (რომლის სულიერი, განუყრელი მეგობარია ეს სუბიექტი) ჯერ შარვლების ჩახდა, ახლა კი სულ მთლიანად საცვლებიდან ამოხტომა! თუმცა, რა გასაკვირია ამ ხელის ბიჭებს ასეთი დავალება მისცეს სამყაროს გაღმა-გამოღმა მყოფმა პატრონებმა და ამათაც: დათიკოებმა, პატიკოებმა, ჭიჭიკოებმა, ხოშტარიებმა... ზოგმა რუსული ფილმების, ზოგმა რუსი მდგმურების, ზოგმა რუსული დეკორაციები მეშვეობით დაიწყეს რუბლების გათეთრება ანუ სალაფავის მოლოდინში წკმუტუნი და ყეფა!
დიახ, ხაბეების, ქაცარავების, ჭიჭიკოების, ჰელენების... მკვებავი კრემლი ოკუპანტია!
დიახ, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%, მაგრამ რუსეთი ბუნებრივ -გეოგრაფიულად საქართველოს აგრესიული მეზობელია და მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილ მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა არაერთი მცდელობისა, არ გავანადგურებინებთ საქორთუოს! მოვახდენთ საქართველოს დეოკუპაციას და ამ მეხუთე კოლონელ შარლატანებს დავუკარგავთ რუსული რუბლებით ანაზღაურებადი სამსახურებს!
P.S. სწორედ ქაცარავასნაირ შუბლ-ძარღვ-უქონლებზეა ნათქვამი: „ჩემი შენ გითხარი და...."! არ გაგივათ!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.