„საზოგადოება ძალიან მკაფიოდ და ნათლად იმსჯელებს, თუ რა მნიშვნელობის არის თითოეული ინფორმაცია, რომელიც FARA-ს დოკუმენტებიდან გავიგეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ყოველ შემდეგ ჯერზე, ჩვენ და საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა ექნება, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს და რამდენად არაკეთილსინდისიერი საშუალებებით შეიძლება იყოს მოპოვებული სააკაშვილისა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ლობიზმი არ არის დანაშაული ამერიკის კანონმდებლობით, თუმცა ინფორმაცია, რომელიც ლობისტების შესახებ FARA-ს დოკუმენტებში მჟღავნდება, ჩვენ, ქართველ ხალხს, ძალიან ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა წილოსანმა.