logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან მომავალ არჩევნებამდე ძალიან მცირე დრო აქვთ დარჩენილი და ისინი იძულებული არიან, მათ მიერ არჩეული, ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულების მცდარი ხაზი გააგრძელონ
- +

29 ივლისი. 2023. 16:11

 

 

მმართველი გუნდის წევრები კიდევ ერთხელ გამოეხმაურენ FARA-ს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას ეხება.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია იძულებულია, ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულების მცდარი ხაზი გააგრძელოს მიუხედავად იმისა, რომ ამას არავითარი საფუძველი და პერსპექტივა არ გააჩნია.

 

„პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან მომავალ არჩევნებამდე ძალიან მცირე დრო აქვთ დარჩენილი და ისინი იძულებული არიან, მათ მიერ არჩეული, ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულების მცდარი ხაზი გააგრძელონ. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საფუძველი და პერსპექტივა არ გააჩნიათ იმის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, მაგალითად, საქართველო ეკონომიკურად არ ვითარდება ან იმის დასაბუთებას შეეცადონ, რომ სააკაშვილს ვინმე აშიმშილებს. ითხოვს საჭმელს და ვინმე არ აძლევს და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ამ ხაზს გააგრძელებენ, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ არავითარი პერსპექტივა, ისევე როგორც საფუძველი, ასეთ განცხადებებს არ გააჩნია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner