logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: უნდა მოხდეს სამართლებრივად სახელის დარქმევა იმ მხეცური დანაშაულებისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. მათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ სწორედ როინ შავაძის საქმე
- +

29 ივლისი. 2023. 18:27

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე 10 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტი მედიასთან შეაფასა.

 

„ჩადენილი დანაშაულები ბევრი ადამიანის ტრაგედიას უკავშირდება, რომელიც სრულიად გამოუსწორებელ ზიანს გულისხმობს და გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვია. არის საქმეები, რომელთა შეფასება მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებით უნდა ხდებოდეს - სამართლებრივად სახელის დარქმევა იმ მხეცური დანაშაულებისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს. მათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ სწორედ როინ შავაძის საქმე, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner