logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: FARA-ს დოკუმენტებით გავიგეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით - ქართული რადიკალური ოპოზიცია მტრობს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და გაცხადებულად
- +

29 ივლისი. 2023. 18:40

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერი სოზარ სუბარი FARA-ს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

 

„დოკუმენტებით გავიგეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით - ქართული რადიკალური ოპოზიცია მტრობს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და გაცხადებულად. როდესაც ფული იხარჯება საქართველოს სანქცირებაში, ეს პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაიხურება ევროკავშირის კარი. აქედანაც გამოჩნდა ქართული ოპოზიციის ცრუ ნარატივი, თითქოს ისინი იბრძვიან, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner