საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, LIBE-ს კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილება ეს იყო პირველ რიგში პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი.
„გუშინდელი მანდატის შემდეგ, მომხსენებელი უკვე დაიწყებს შესაბამის პროცედურებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესს.
ევროკავშირის კომისიასთან, ასევე საბჭოსთან და სამმხრივ ფორმატში შეთანხმდება ის ტექსტი, რომელიც შემდეგ საბოლოოდ განსაზღვრავს სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მზაობა. ეს გამოხატულია პრაქტიკულად იმ მხარდაჭერით, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან იყო და ასევე მხარდაჭერა გამოხატულია როგორც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, ასევე წევრი ქვეყნების მხრიდანაც. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ პროცესი წარმატებით წარიმართება და დასრულდება პოზიტიურად ახლო მომავალში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.