logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: საქართველოს ისტორიული და მიმდინარე დანიშნულება არის სტრატეგიული დამაკავშირებელი იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის
- +

29 ივლისი. 2023. 21:29

 

დიახ, საქართველოს გაცხადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აღმოსავლეთთან, ასევე დასავლეთთან. საქართველოს ისტორიული და მიმდინარე დანიშნულება არის სტრატეგიული დამაკავშირებელი იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთში ისტორიულია და მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის საქართველოს.

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მნიშვნელოვანი, ორი მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკაში. მათი ურთიერთობა არ არის სწორხაზოვანი, მათ გადაკვეთის ბევრი წერტილი აქვთ და, მათ შორის, სხვადასხვა საკითხი, სადაც აქვთ თანამშრომლობის ფორმატები ან რაღაც უხერხულობები. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ თავად შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან სტრატეგიული პარტნიორები. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი არის ჩინეთი და არა მხოლოდ ევროკავშირის, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების. არ გააჩნია ალტერნატივა იმას, რომ საქართველომ გააღრმაოს ურთიერთობები აღმოსავლეთთან, მათ შორის ჩინეთთან“, - აღნიშნა წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner