logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: იმას, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არის ალტერნატივა არ გააჩნია და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ამას ჩრდილი არ ადგება
- +

29 ივლისი. 2023. 23:45

 

ამ მაღალი დონის შეხვედრამ, რომელიც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ჩინეთის რესპუბლიკაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელობას გლობალური პოლიტიკის მასშტაბით, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება იმ მოცემულობაში, როდესაც აშშ-ს, ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან, ამის გამო საქართველოს მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

„კონკრეტულად რა იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის მიღმა ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემადგენელი კომპონენტები - მკაფიო და ნათელი წარმოდგენა ამის შესახებ გვექნება იმ შეთანხმების გაფორმების შემდგომ, რომელიც უკვე მომავალში გაფორმდება და დაისახება კონკრეტული მიზნები. თუმცა იმას, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არის (და ეს ცივილიზაციური არჩევანი საუკუნეების განმავლობაში გვაქვს გაკეთებული) ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სტრატეგიული პარტნიორობით ამას არც ჩრდილი ადგება, არც რაიმე კითხვის ნიშანი შეიძლება იყოს დასმული“, - მიიჩნევს წილოსანი

right_banner right_banner
არქივი
right_banner