ოზურგეთის მერიის ორგანიზებით შეკვეთილში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და მოქალაქეები დაესწრნენ.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამეწარმეო ბაზარი, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის; ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები და მოეწყო ფოტო გამოფენა.
„მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალს ვუმასპინძლეთ, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, 60-მდე ჩაის მწარმოებელს და საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციის შესაძლებლობა მიეცა. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, შიდა ტურიზმისა და ჩაის დარგის განვითარება, ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას.
მადლობას ვუხდი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მუსიკოსთა პარკს მხარდაჭერისთვის! მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს, ტურისტებს და მეწარმეებს, ფესტივალში მონაწილეობისა და სტუმრობისათვის!“ - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.