logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ თავიდან ბოლომდე დგას შავ ფულზე, რომელიც მოპარა ქართულ ჯარს კეზერაშვილმა და დღეს აბევრებს ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით
- +

30 ივლისი. 2023. 10:21

 

 

„ხაბეიშვილით ჩანაცვლდება მელია თუ მელია ისევ აიღებს რევანშს ხაბეიშვილზე, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის კრიმინალური ფული და კრიმინალური პარტია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უინტერესოა, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამიტომ, თავადაც ამ თემაზე ბევრ საუბარს არ აპირებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თავიდან ბოლომდე დგას შავ ფულზე. ეს არის ის შავი ფული, რომელიც მოპარა ქართულ ჯარს კეზერაშვილმა და დღეს ამ ფულს აბევრებს ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით. ეს არის კრიმინალური ფული, რომლითაც დღეს ქართული ოპოზიციური ტელეარხები და ქართული მთავარი ოპოზიციური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ სულდგმულობს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რა სახეები შეიცვლებიან, ვინ მიემატება ან ვინ გამოაკლდება; ხაბეიშვილით ჩანაცვლდება მელია,თუ მელია ისევ აიღებს რევანშს ხაბეიშვილზე, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის კრიმინალური ფული, კრიმინალური პარტია და ამ კრიმინალური პარტიის არაერთი საქმე განგვიხილავს წლების განმავლობაში და ბოლო საქმე გუშინ გამოქვეყნდა. ეს არის როინ შავაძის საქმე და როგორც ჩანს, კიდევ ბევრი ასეთი საქმე გვაქვს წინ, რომლებიც უნდა იქნეს გამომზეურებული.

 

ასე რომ, აბსოლუტურად უინტერესოა ქართული საზოგადოებისთვის, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც მე ვაპირებ ამაზე ბევრ საუბარს“, - აღნიშნა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner