logo_geo
eng_logo
ნოემბრიდან საქართველოში „საჰაერო ტაქსი“ იფრენს
- +

6 სექტემბერი. 2016. 13:22



„ნოემბრიდან საქართველოში „საჰაერო ტაქსი" იფრენს. ამ ეტაპზე კომპანია „აჭარა ჯგუფ" ფრენებისთვის ლიცენზიას ელოდება, რის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს დაიწყებს", -  ამის შეხსაბ „ბიზნესკონტაქტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა.  მისი ინფორმაციით, ლიცენზიაზე განაცხადი ცოტა ხნის წინ გააკეთეს და ფიქრობენ, რომ ფრენებს 15 ნოემბრიდან დაიწყებენ.


კომპანიის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი ოთო ბერიშვილი კი „ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ მანამდე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და საფასო პოლიტიკისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.


კომპანიას ამერიკიდან უკვე აქვს შეძენილი რვაადგილიანი „Beechcraft". კომპანია საფრენ აპარატებს სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დაამატებს.


ოთო ბერიშვილის თქმით, მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა, მიწოდების გარეშე, ის ვერ გაიზრდება, ამიტომ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა „საჰაერო ტაქსებზე" დროთა განმავლობაში მოიმატებს.


საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით იფრენს, იქ, სადაც აეროდრომები არსებობს. მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯგუფი სამომავლოდ თავადვე იზრუნებს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალების გახმაურებისგან „აჭარა ჯგუფი" თავს იკავებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner