logo_geo
eng_logo
თამაზ ჭეიშვილი: სააკაშვილო, შენ მას ვაჟი მოუკალი!
- +

30 ივლისი. 2023. 12:06

 

 

„სააკაშვილო, შენში ჩაქვიტკირებულმა  სიძულვილმა გამოგხრა შინაგანად! აღარც კაცი ხარ და აღარც კაცუნა! ერთი მყრალი ბიომასაღა დარჩი!“ - წერს ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

„ეს სევდიანი ქალბატონი, ჩემი კოლეგის და მეგობრის, გარი მეტრეველის  შვილია.

 

სააკაშვილო, შენ მას ვაჟი მოუკალი! ისე, არაფრის გულისთვის! ქუჩაში მოაკვლევინე უნიფორმიან  მკვლელებს, სხვები რომ დაგეშინებინა და შენებური, დიქტატორული წესრიგი დაგემყარებინა ქვეყანაში. ამ მთავრობის გამკვირვებია! როდის მერე შემოიღეს კანონი კაცის მკვლელების საუკეთესო ლუქსებში „სასჯელის მოხდის“ შესახებ?

 

ახლა ზიხარ(ხანაც წევხარ) მაგ სანეტარო  პალატაში, თბილისის საუკეთესო კლინიკაში, გეგმებს აწყობ, მთელი საკაცეთის და საქალეთის გაცურებას და მოტყუებას ლამობ! გეგმებს აწყობ, კიდევ რა გააკეთო, რომ რაც შეიძლება ბევრი დედა გააუბედურო, ბევრი უდანაშაულო შვილი ჩადო მიწაში.

 

უფალი სჯისო! არა, უფალი არავის სჯის! როგორ შეიძლება უფალი სჯიდეს? ის ხომ სიყვარული, სიკეთე და სათნოებაა!

 

სააკაშვილო, შენში ჩაქვიტკირებულმა  სიძულვილმა გამოგხრა შინაგანად! აღარც კაცი ხარ და აღარც კაცუნა! ერთი მყრალი ბიომასაღა დარჩი!

 

მოვა დრო, შენივე შთამომავლობას შერცხვება, მათი წინაპარი რომ იყავი, უგულო, უსულო, ეშმაკს მიყიდული ვინმე ოხერი!“ - წერს თამაზ ჭეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner