„იმედის კვირა“ ლევილის მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალის გახსნას დაესწრო, რომელიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მამულში ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.
„დღეს რაც ხდებოდა ლევილის ქართულ მამულში სწორედ წინაპართა იმ ანდერძის, იმ ნების აღსრულებაა, რისთვისაც უნდოდათ, რომ ეს მამული შემოენახათ მომავალი ქართული თაობებისთვის - რომ აქ ყოფილიყო ქართული ჟრიამული, ქართული ცეკვა, სიმღერა და ის წვიმაც, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში გადმოენამა, მოგვევლინა როგორც იმ წინაპართა სიხარულის ცრემლი“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა.