ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გრძელდება .რიგით მეორე საფესტივალო დღე ერთ-ერთი გამორჩეული იყო მელომანებისთვის, რადგან სცენა ცნობილ მუსიკოსის მარკუს მილერის კონცერტს დაეთმო. ამერიკელი ჯაზმენი რომლის სახელიც ლეგენდარულ მაილს დევისს უკავშირდება, 15-ი წლის შემდეგ მსმენელის წინაშე განახლებული ბენდით წარდგა.
„გრემის“ მფლობელი მუსიკოსი ბათუმს 2023 წლის ევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. ბისზე ფესტივალის მსმენელისთვის მისი ცნობილი კომპოზიცია Blust შეასრულა. ენერგიული მუსიკით და მასშტაბური შემადგენლობით შავი ზღვის მე-16 ჯაზ ფესტივალს ამერიკული ჯგუფი Brooklyn Funk Essentials დახურავს.