logo_geo
eng_logo
„მუსიკალურ საღამოები“ დღეს მცხეთაში, ბორჯომსა და მარტვილში იმართება
- +

30 ივლისი. 2023. 19:30

 

 

„მუსიკალური საღამოების“ მასპინძელია დღეს მცხეთა, სადაც უკვე დამონტაჟდა სცენა და მოეწყო პავილიონები. გაიმართება გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. მუსიკალური დღეები კი კონცერტით დასრულდება.

 

„მუსიკალური საღამოები“ იმართება სამცხე-ჯავახეთშიც. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ბორჯომში 19:00 საათზე დაიწყება. მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დაგეგმილია საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები.

 

სამეგრელოში კი „მუსიკალური საღამოების“ ღონისძიებებს მარტვილის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, საბავშვო გასართობი შოუები და სხვადასხვა აქტივობა. საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner