logo_geo
eng_logo
ბათუმში, საკრუიზო ლაინერის საპროტესტო აქციაზე ხაბეიშვილი "ფრიმიშას" პლაკატით მივიდა
- +

31 ივლისი. 2023. 09:09

 

 

საკრუიზო ლაინერს, რომელიც ბათუმში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა, ისევ აქციებით დახვდნენ.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლაინერამდე მისასვლელი გზა გადაუკეტეს, რასაც მოყვა  მათი სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. სავარაუდოდ დაკავებულია ათამდე ადამიანი.

 

ნავსადგურის ტერიტორიამდე მისასვლელი, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

 

საკრუიზო ლაინერიდან მგზავრები სავარაუდოდ მალე დაიწყებენ ჩამოსვლას, რასაც აქციის მონაწილეები სტვენით აპროტესტებენ.

 

ადგილზე,  მოქალაქეების გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა ასევე გაშალა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი.

 

ამ დროისთვის შეკრებილთა ნაწილი იმ ტერიტორიაზე რჩება, სადაც ორი დღის წინ მიმდინარეობდა საკრუიზო გემის შემოსვლის საწინააღმდეგო აქცია.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი „Astoria Grande“ სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner