logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილია გარკვეული ტიპის პროვოკაციები
- +

6 სექტემბერი. 2016. 13:55



„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილია პროვოკაციები და დასძენს, რომ თუ დადასტურდება, რომ აღნიშნული პროვოკაციები შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს, აუცილებლად მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს.


„როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის დაგეგმილი გარკვეული ტიპის პროვოკაციები. თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ანუ, საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში ჩვენც მივმართავთ სამართლადამცავ უწყებებს და ალბათ ისინიც თავადაც დაინტერესდებიან ამ ყველაფრით.

 

ჯერჯერობით გვაქვს ასეთი მდგომარეობა. ჩვენ გვაქს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებია დაგეგმილი, ამ პროვოკაციების განხორციელებისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ, როგორც, უშუალოდ, თავიანთი სტრუქტურები, „ნაციონალურმა მოძრაობამ" „თავისუფალი ზონა", ასევე, მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას" მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელს გამოიყენებენ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული. ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნეზე, როგორც მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუშინდელი ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რაიმე სახის პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბროთ და მერე ეს მოხდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა პრევენცია, რომ ჩვენს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდში არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ზუგდიდის მცირე ინციდენტს, იქ ჩვენი აქტივისტები ჩართულები არ ყოფილან. ჩვენ გადავამოწმეთ იმთავითვე ინფორმაცია ზუგდიდთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი აქტივისტები იქ ჩართულები არ ყოფილან ამ ინციდენტში", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner