logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?
- +

31 ივლისი. 2023. 11:42

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ლევან ბერძენიშვილის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

 

„ამ დღეების განმავლობაში, სულ ვფიქრობ, რა დავარქვა ამ ბოროტ დემაგოგიას.. სიღრმისეულ მსჯელობაში რომ არ შევიდე, ნათელია, რომ ყველაფერი იმის ნგრევასა და გაუფასურებას ისახავს მიზნად, რაც ქართველებს ჩვენს იდენტობაში გვაქვს - თუ გიორგი ბრწყინვალე ბრწყინვალე არ არის, თუ თამარი და ერეკლე უნდა ჩარეცხოთ, მაშინ ვინ ხართ თქვენ, ბატონო ლევან, როგორი  ერის წარმომადგენელი ხართ, ბერბიჭაშვილების და ყორღანაშვილების?

 

რამხელა სიბოროტე და უგუნურებაა ამ ყველაფერში.

 

ამ მავნებლობის ფონზე, ის რაღა მოსატანია, „ლეკვი ლომისა სწორია“-ს იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ  რომ დააყენეთ, ბატონო ლევან. როგორი დეგრადირებული აზროვნების მაჩვენებელია და რა სევდიანია ეს ყოველივე…

 

დიდი იმედი მაქვს, იქ მყოფი საზოგადოება, რაღაც მომენტში მაინც მიხვდა, თუ რა სიგიჟეებს უსმენდა და რა ალაპარაკებდა აღნიშნულ პირს...“ - წერს ნინო წილოსანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner