logo_geo
eng_logo
პროექტ „დიდგორელების“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა
- +

31 ივლისი. 2023. 12:03

 

 

საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროექტში გამოვლენილი გამარჯვებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები და პედაგოგები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

 

გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა თაობაში ცოდნისა და განათლების, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პირველი ადგილის მფლობელს მან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. მონაწილეებს კი, პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები და სერტიფიკატები გადაეცათ.

 

„დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner