logo_geo
eng_logo
ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა
- +

6 სექტემბერი. 2016. 13:57




ძველი თბილისის რვა ქუჩა საფეხმავლო ზონად გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.




„ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი. საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც. ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ. მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner