logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე: საქართველოს მოუწევს ახალი ზეწოლის გაძლება, თუმცა, დიდი ალბათობით, არა იმის ხარჯზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ სასარგებლო სიკეთისთვის შეცვლის საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს მოქმ
- +

31 ივლისი. 2023. 14:38

 

 

„გასულ კვირას ამერიკას ვიზიტით ეწვია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელმაც ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად განაცხადა უარი ჩინურ პროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ შემდგომ მონაწილეობაზე. Bloomberg-მა ამ ვიზიტის წინ იტალიის აღნიშნულ მოსალოდნელ გადაწყვეტილებას უკვე მისცა აშშ-ის ბრძანებისადმი დამორჩილების შეფასება,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, იტალიამ უარი თქვა ჩინურ პროექტში მონაწილეობაზე აშშ-ის გავლენით, რაც გვაძლევს იმისი ფიქრის საფუძველს, რომ მალე საქართველოს ახალ ზეწოლასთან გამკლავება მოუწევს.

 

„სექტანტების საექსპერტო წრეები გვარწმუნებენ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, „იმდენად სტრატეგიული“ არაა და იდენტურია, ჩინეთისა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობებისა. მესმის მათი „ბიპოლარული“ დამოკიდებულებისა - ერთი მხრივ, ესმით საკუთარი მდგომარეობის სერიოზულობა, ხოლო მეორე მხრივ მაქსიმალურად სურთ ხელისუფლების წარმატების დაკნინება. ამიტომ, ძალიანაც ნუ მოვახდენთ ამ შეთანხმების „დემონიზებასო“ იძახიან ეს ექსპერტები, რომლებსაც მინდა შევახსენო, რომ ჩინეთთან ამ „უწყინარი“ ურთიერთობების „დემონიზებას“ სწორედ რომ აშშ ახდენს. გასულ კვირას ამერიკას ვიზიტით ეწვია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელმაც ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად განაცხადა უარი ჩინურ პროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ შემდგომ მონაწილეობაზე.

 

Bloomberg-მა ამ ვიზიტის წინ იტალიის აღნიშნულ მოსალოდნელ გადაწყვეტილებას უკვე მისცა აშშ-ის ბრძანებისადმი დამორჩილების შეფასება. ჯერ კიდევ მაისში „Financial Times“-მა გვაუწყა, რომ იტალიის ოფიციოზი აპირებს პეკინთან მოლაპარაკებების გამართვას პროექტიდან „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გამოსვლის შესაძლებლობაზე, ამავდროულად ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების ხარჯზე. NATO-ში იტალიის ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა სტეფანო სტეფანინიმ საინტერესო განმარტება მისცა ყოველივე ამას: „აშშ-ჩინეთს შორის არსებული რთული დიალოგის ფონზე ვაშინგტონი რომს არ აძლევს ჩინურ პროექტში დარჩენის უფლებას“. ამერიკული სოციოლოგიური კომპანია „Pew Research Centre“-ის მიერ იტალიაში ჩატარებული უკანასკნელი კვლევების შედეგების მიუხედავად (გამოკითხულ იტალიელთა 31% მიიჩნევს მსოფლიოში წამყვან ეკონომიკად ამერიკულს, ხოლო 55% - ასეთად ჩინურს მიიჩნევს), იტალიას ოფიციალურად აწყვეტინებენ ურთიერთობას ჩინურ პროექტთან, ასე რომ, რამდენად „უწყინარია“ ამერიკისთვის მსგავსი ურთიერთობები, თავად განსაჯეთ.

 

საქართველოს მოუწევს ახალი ზეწოლის გაძლება, თუმცა, დიდი ალბათობით, არა იმის ხარჯზე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ სასარგებლო სიკეთისთვის შეცვლის საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან. მან ამ ურთიერთობებში (პატრონი-ვასალი) უკვე მკაფიოდ განსაზღვრა „წითელი ხაზები“ და მათ გადალახვას საპარტნიორო ვექტორის სასარგებლოდ, არ აპირებს. წნეხი იქნება ძალისმიერი, რომელსაც უკვე მივეჩვიეთ და რომლის მოგერიება აღარ გვიჭირს. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, მზად უნდა ვიყოთ ამისთვის,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner