logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტიდან დაბა ბაკურიანში, პირველ ინოვაციურ ბანაკში 13 ახალგაზრდა გაემგზავრა
- +

31 ივლისი. 2023. 16:11

 

 

დღეს კასპის მუნიციპალიტეტიდან დაბა ბაკურიანში, პირველ ინოვაციურ ბანაკში 13 ახალგაზრდა გაემგზავრა.

 

ბანაკის მონაწილეები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ გააცილეს.

 

ბანაკში ყოფნისას მონაწილეები გაივლიან მნიშვნელოვან საკითხებს ტექნოლოგიებში. გაიმართება შეხვედრები ტექნოლოგიურ სტარტაპებთან.

 

ბანაკი ორგანიზებულია კასპის ტექნოპარკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფონდის მიერ.

 

პროექტი თანადაფინანსებულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

 

ახალგაზრდები სამოტივაციო წერილის კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner