„მხოლოდ გივია ლოთბაზარა არ ემუქრება ქართველ პოლიციელებს - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო აზრი“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, „ნაცმოძრაობას“ ერთი სული აქვს, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი რამის გამო - რევანში მოაწყოს და სული ამოხადოს ყველას, ვინც სამშობლოს, პოლიციელის მუნდირს და წესრიგს იცავს.
„ეს არ არის მხოლოდ გივი თარგამაძის პოზიცია. მხოლოდ გივია ლოთბაზარა არ ემუქრება ქართველ პოლიციელებს - ეს არის ნაციონალური მოძრაობის საერთო აზრი. ერთი სული აქვთ, ნებისმიერ ფასად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი რამის გამო - რევანში მოაწყონ და სული ამოხადონ ყველას, ვინც სამშობლოს, პოლიციელის მუნდირს და წესრიგს იცავს!!!“ - წერს გვენეტაძე Facebook - ზე.
ინფორმაციისთვის: გივი თარგამაძეს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა - „ვახ, ბათუმში иди на хуй корабль-ის დამცველო პოლიციელებო, რაც მე თქვენ აქამდე წლები გელოლიავეთ და აწი მოისმინეთ: თითოეულო, გვარებით, სახელებით, პირადი ნომრებით, განურჩევლად ყველა - თქვენზე მონების ძახილი თქვენი ცხონებაა. ქართველები არ ხართ, კაცები არ ხართ, ადამიანები არ ხართ - ღორების დამცველი მათზე უარესი არსებები ხართ. ბავშვები გვყავს, ხელფასი, კრედიტები გვაქვს - ყველა ეგ თქვენი დამპალი ხორხიდან ამოსული ჩაიბრუნეთ ტრაკში. თქვენი შეწყალებაც რომ შედგეს ოდესღაც, პატიება არ იქნება. არასდროს. მუცლითმხოხავო ჭუჭყებო - შუბლი მიწას უხახუნეთ, არ ამოგეხედებათ არასდროს“.