„სანამ, თარგამაძისნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰოდა, ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის განცხადების შესახებ.
„ეს ნაძირალა რომ სულის ამოხდით გვემუქრებოდა ყველას ხომ გახსოვთ? ჰოდა ახლა, დანდობა არ იქნებაო, თან პოლიციელებს ემუქრება ეს არამზადა. აი, სად იგეგმება ეს აბსურდი, სადაც ტურისტებს დასდევენ და გემებს აპროტესტებენ. ეგზალტირებული სექტა ჰყავთ მოქოქილი და ამ სიგიჟეებს აკეთებინებენ, მერე თვითონ გამოდიან ასეთი განცხადებებით და იმუქრებიან. არ გამოსწორდება „ნაცმოძრაობა“, რა მოძალადე იყო ხელისუფლებაში იგივე დარჩა და 2024 წელს ეს მოძალადე ნაძირლები, სამუდამოდ უნდა გაიხვეტონ პოლიტიკიდან. სანამ, თარგამაძისნაირი უსამშობლოები, მუქარის სურვილზე არიან, ამ ქვეყანას არ მოასვენებენ. ჰოდა, ეს სურვილი ქართველმა ხალხმა უნდა ჩაუკლას სამუდამოდ!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: გივი თარგამაძეს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა - „ვახ, ბათუმში иди на хуй корабль-ის დამცველო პოლიციელებო, რაც მე თქვენ აქამდე წლები გელოლიავეთ და აწი მოისმინეთ: თითოეულო, გვარებით, სახელებით, პირადი ნომრებით, განურჩევლად ყველა - თქვენზე მონების ძახილი თქვენი ცხონებაა. ქართველები არ ხართ, კაცები არ ხართ, ადამიანები არ ხართ - ღორების დამცველი მათზე უარესი არსებები ხართ. ბავშვები გვყავს, ხელფასი, კრედიტები გვაქვს - ყველა ეგ თქვენი დამპალი ხორხიდან ამოსული ჩაიბრუნეთ ტრაკში. თქვენი შეწყალებაც რომ შედგეს ოდესღაც, პატიება არ იქნება. არასდროს. მუცლითმხოხავო ჭუჭყებო - შუბლი მიწას უხახუნეთ, არ ამოგეხედებათ არასდროს“.