logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: 2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ სახელმწიფოს შორის იყო, დღეს 17 დაცულ ქვეყანაში შედის
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:12



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ოზურგეთში განაცხადა, რომ ორგანიზებული დანაშაულის კუთხით, 2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ სახელმწიფოს შორის იყო, დღეს 17 დაცულ ქვეყანაში შედის.



მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შეიძლება არ არის მომხიბლავი, მაგრამ ზრდის ტემპით ლიდერია რეგიონში, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა.



ნაციონალური მოძრაობის" დროს სამუშაო ადგილები 23 000-ით შემცირდა, ჩვენ კი 65 000-ით გავზარდეთ სამუშაო ადგილები. ეს ისბიზნესმა რაც დაასაქმა. ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციის ეკონომიკაზე გადავედით. ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი რთულ ეკონომიკურ პირობებში. სუპერწარმატებული ვერ იქნება ერთი ქვეყანა, როდესაც რეგიონში პრობლემებშია. ბიზნესს მთავრობა ლობირებს. როგორც კი ევროპასა და რეგიონშიც კრიზისი დასრულდებაუფრო გაიზრდება სამუშაო ადგილები. ამ ტემპებით თუ გავაგრძელეთ, 15 -20 წელში შევძლებთ, ჩვენი ეკონომიკა მივუახლოვოთ ევროპულს. ყველა მიმართულებით ეკონომიკაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატება. რეგიონში ვართ ლიდერები, კორუფცია აღარ არის, საკუთრება დაცულია. ახალი ხელისუფლების პირობებში რაც გაკეთდა, ქვეყანა 18 წარმატებულ სახელმწიფოში შედის მენეჯმენტით, მედიის თავისუფლებას აღარ ვამბობ. ტურიზმი გაიზარდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, 137- პოზიციაზე ვართ. ორგანიზებული დანაშაულის კუთხით 2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ სახელმწიფოს შორის იყო, დღეს 17 დაცულ ქვეყანაში შედის საქართველო. ესეც მაკოროეკონომიკურ გარემოზე მოქმედებს. კერძო საკუთრება, ადამიანის უფლებები დაცულია, ჯანდაცვა, რაც გატარდა რეფორმები, ეს ყველაფერი ბიზნესზე მოქმედებს. თქვენნაციონალური მოძრაობის" ფანი ჩანხართ. „ნაცების" ტერმინები გაქვთ ამოყენებული. 2030 წლისთვის ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, ამერიკის და წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის დონეს მივაღწიოთ, თუმცა ამ დროშიც უკმაყოფილება იქნება. როდესაც ჟურნალისტი სვავს კითხვებს, არგუმენტირებული უნდა იყოს. ეკონომიკის აღორძინებას სჭირდება დრო, 15 -20 წელიც არაა დიდი დრო. 2030 წელს, არ იფიქროთ, რომ ვეღარ ნახავთ გაჭირვებულს, ეს სე იქნება. კრიტიკული კითხვები ჟურნალისტმა უნდა დასვას, მაგრამ არა დემაგოგიური - რომ გადით ქუჩაში და ნახეთ. მიგრაცია ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში სულ არის",- განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „გურიის მოამბის" ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.



გაზეთ „გურიის მოამბის" ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების წინ გურიაში ყოფნის დროს წინაასაარჩევნო დაპირებები შეახსენა და უთხრა, რომ გურულები იმედგაცრუებულები არიან.



ჟურნალისტის თქმით, გურიიდან ლუკმაპურის საშოვნელად კვლავ თურქეთში მიდიან, კვლავ დიდია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი, კვლავ ეძებენ ნაგვის ურნებში ბოთლებს, პრობლემებია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.



ჟურნალისტის თქმით, შეუსრულებელი დარჩა თეატრის რემონტში მილიონების ჩადების დაპირებაც, სადაც ახლა იმყოფებიან.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner