საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ოზურგეთში განაცხადა, რომ ორგანიზებული დანაშაულის კუთხით, 2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ სახელმწიფოს შორის იყო, დღეს 17 დაცულ ქვეყანაში შედის.
მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შეიძლება არ არის მომხიბლავი, მაგრამ ზრდის ტემპით ლიდერია რეგიონში, რაც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა.
„ნაციონალური მოძრაობის" დროს სამუშაო ადგილები 23 000-ით შემცირდა, ჩვენ კი 65 000-ით გავზარდეთ სამუშაო ადგილები. ეს ის, ბიზნესმა რაც დაასაქმა. ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციის ეკონომიკაზე გადავედით. ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი რთულ ეკონომიკურ პირობებში. სუპერწარმატებული ვერ იქნება ერთი ქვეყანა, როდესაც რეგიონში პრობლემებშია. ბიზნესს მთავრობა ლობირებს. როგორც კი ევროპასა და რეგიონშიც კრიზისი დასრულდება, უფრო გაიზრდება სამუშაო ადგილები. ამ ტემპებით თუ გავაგრძელეთ, 15 -20 წელში შევძლებთ, ჩვენი ეკონომიკა მივუახლოვოთ ევროპულს. ყველა მიმართულებით ეკონომიკაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატება. რეგიონში ვართ ლიდერები, კორუფცია აღარ არის, საკუთრება დაცულია. ახალი ხელისუფლების პირობებში რაც გაკეთდა, ქვეყანა 18 წარმატებულ სახელმწიფოში შედის მენეჯმენტით, მედიის თავისუფლებას აღარ ვამბობ. ტურიზმი გაიზარდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, 137-ე პოზიციაზე ვართ. ორგანიზებული დანაშაულის კუთხით 2012 წელს საქართველო 70 მაფიოზურ სახელმწიფოს შორის იყო, დღეს 17 დაცულ ქვეყანაში შედის საქართველო. ესეც მაკოროეკონომიკურ გარემოზე მოქმედებს. კერძო საკუთრება, ადამიანის უფლებები დაცულია, ჯანდაცვა, რაც გატარდა რეფორმები, ეს ყველაფერი ბიზნესზე მოქმედებს. თქვენ „ნაციონალური მოძრაობის" ფანი ჩანხართ. „ნაცების" ტერმინები გაქვთ გამოყენებული. 2030 წლისთვის ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, ამერიკის და წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის დონეს მივაღწიოთ, თუმცა ამ დროშიც უკმაყოფილება იქნება. როდესაც ჟურნალისტი სვავს კითხვებს, არგუმენტირებული უნდა იყოს. ეკონომიკის აღორძინებას სჭირდება დრო, 15 -20 წელიც არაა დიდი დრო. 2030 წელს, არ იფიქროთ, რომ ვეღარ ნახავთ გაჭირვებულს, ეს ისევ იქნება. კრიტიკული კითხვები ჟურნალისტმა უნდა დასვას, მაგრამ არა დემაგოგიური - რომ გადით ქუჩაში და ნახეთ. მიგრაცია ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში სულ არის",- განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „გურიის მოამბის" ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
გაზეთ „გურიის მოამბის" ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების წინ გურიაში ყოფნის დროს წინაასაარჩევნო დაპირებები შეახსენა და უთხრა, რომ გურულები იმედგაცრუებულები არიან.
ჟურნალისტის თქმით, გურიიდან ლუკმაპურის საშოვნელად კვლავ თურქეთში მიდიან, კვლავ დიდია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი, კვლავ ეძებენ ნაგვის ურნებში ბოთლებს, პრობლემებია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტის თქმით, შეუსრულებელი დარჩა თეატრის რემონტში მილიონების ჩადების დაპირებაც, სადაც ახლა იმყოფებიან.