logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ბათუმში განვითარებული მოვლენები პროვოკაციაა, რათა საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიონ და ტურისტული სეზონი დააზიანონ
- +

31 ივლისი. 2023. 22:18

"რადიკალური ოპოზიციის საბოლოო მიზანია სახელმწიფოს დაზიანება და მასშტაბური უკმაყოფილების შექმნა," - ამის შესახებ რადიო „ფორტუნაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გეგმაში ერთადერთი რამ შედის - როგორმე ამერიკის ვასალები გახდნენ და მათი წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში.

ბათუმში განვითარებული მოვლენები ჩვეულებრივი პროვოკაციაა, რათა საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიონ და ტურისტული სეზონი დააზიანონ. კარგად გვახსოვს, 2008 წლის ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც მათი ბელადი ყვავილებითა და ღვინით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს. არამხოლოდ მაშინ, სულ რაღაც 2-3 წლის წინანდელი ვიდეოა სააკაშვილის, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთთან არ გვჭირდება რთული ურთიერთობები და უნდა დავალაგოთ, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს მაშინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენ მოვალთო. ანუ, თუ სხვა არის ხელისუფლებაში, მხოლოდ მაშინ არის რუსეთი ოკუპანტი. ეს ყველაფერი ხომ პირდაპირ ჩანს? ამიტომ, რადიკალური ოპოზიციის ქმედებები პირდაპირ პროვოკაციას და ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობას უკავშირდება.

რიგითი მოქალაქეც შეიძლება შეცდეს და არასწორი ქმედება ჩაიდინოს. რიგითი მოქალაქეები იყვნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ისროდნენ და პოლიციელების დაწვას ცდილობდნენ. თანამდებობის პირები კი არ ისროდნენ. თანამდებობის პირებმა ხელი შეუწყვეს ამ ყველაფერს და შეაცდინეს ის ხალხი. მაგრამ, საზოგადოების უმრავლესობას რაციონალური აზროვნება გააჩნია. ჩვენ გვინდა ურთიერთობები და ამავდროულად, რა თქმა უნდა, პრინციპზე ვდგავართ, რომ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აუცილებელია, რაც, ოპოზიციისთვის არ არის აუცილებელი. მათ გეგმაში ერთადერთი რამ შედის - როგორმე ამერიკის ვასალები გახდნენ და მათი წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში. ამას არც უარყოფენ, პირდაპირ ამბობენ - არ შეიძლება ორი ბატონი გვყავდეს, ჩვენი ბატონია ამერიკაო. მათი ფსიქოლოგია მონურია.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner