logo_geo
eng_logo
რომეო მიქაუტაძემ ესკო-ს ახალ ხელმძღვანელად კახაბერ ქებურია წარადგინა
- +

31 ივლისი. 2023. 22:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) თანამშრომლებს ახალ გენერალურ დირექტორად კახაბერ ქებურია წარუდგინა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელის პროფესიულ და მენეჯერულ უნარებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კახაბერ ქებურიას, როგორც ენერგეტიკოსის, გამოცდილება, დაეხმარება კომპანიას, არსებულ გამოწვევებს თავი წარმატებით გაართვას.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კომპანიის ახალი დირექტორის პროფესიონალიზმი, კომპეტენცია, მართვის უნარი და ელექტროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დადებითად აისახება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს შემდგომ საქმიანობაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს დავით თვალაბეიშვილს გაწეული სამუშაოსთვის.

კახაბერ ქებურია მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მათ შორის, 2022 წლიდან ის იყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პროექტების მართვის საკითხებში. 2005 - 2018 წლებში კახაბერ ქებურიას ეკავა წამყვანი პოზიციები სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner