logo_geo
eng_logo
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური ხმაურის ფონზე დატოვა
- +

31 ივლისი. 2023. 22:48

ბათუმის პორტში შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა ქალაქი ხმაურის ფონზე დატოვა. აქცია უკვე სრულდება.

დღის განმავლობაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ოპოზიციის ნაწილიც აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ადგილზე წუხელ, გვიან ღამიდან იმყოფებოდნენ. ლაინერი ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შევიდა.

დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პოლიციამ 23 პირი დააკავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner