logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფული იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის
- +

31 ივლისი. 2023. 22:55

თეთრმა სახლმა გააკრიტიკა დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთმა ბირთვულ იარაღს შეიძლება მიმართოს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნულ რიტორიკას უგუნური და უპასუხისმგებლო უწოდა.

ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში - ან სადმე სხვაგან - კატასტროფული იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მონიტორინგს, მაგრამ არ დაგვიფიქსირებია რაიმე მიზეზი, რომ შეცვალოთ ჩვენი ბირთვული პოლიტიკა და არც რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა.

მანამდე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner