logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ეს გარეწარი დარჩიაშვილი, სახეა სააკაშვილის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების. ნახეთ რას ბედავს?!
- +

31 ივლისი. 2023. 23:01

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

ეს გარეწარი დარჩიაშვილი, სახეა სააკაშვილის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების. ნახეთ რას ბედავს?!

 

გარეწრობასთან ერთად, უწიგნურია. ადამიანს თუ ჯაშუშობას აბრალებ, უტყუარი ფაქტები უნდა დაულაგო წინ. ძვლების გადამტვრევის და დამცირების შედეგად შეიძლება 10-დან ცხრამ აღიაროს, ვერ გაუძლოს.

 

თუმცა, სერგო თეთრაძე არ გატყდა, ორგანიზმმა ვერ გაუძლო წამებას და დამცირებას.

 

შენ რომ იგივე გაგიკეთონ, რაც თეთრაძეს, შავაძეს ან სხვებს, ჯაშუშობასაც აღიარებ და სხვის ჩადენილ დანაშაულებსაც დაიბრალებ.

 

დარჩიაშვილები იმათზე უარესები არიან, ვინც ბრძანება გასცა და შეასრულა.

 

თურმე სტრასბურგს ვერ აუხსნი. სადაც იმას როშავენ, ოცნებამ სტრასბურგი მოისყიდაო, მსგავსი სისულელე რა გასაკვირია?! მაგრამ როცა პოლიტიკოსი ამართლებს სიცოცხლის და სასამართლოს უფლების წართმევას, ამის შემდეგ საზოგადოებაში თავი ვერ უნდა გამოჰყოს.

 

რაც შეეხება როინ შავაძის მიმართ ამათ ბრალდებას, ამათთვის ადამიანის ღირსების შელახვა არაფერს ნიშნავდა. ხვალ უარესს ჩაიდენენ, შანსი რომ მიეცეთ. არც მალავენ, ღიად  იმუქრებიან.

 

მიკვირს ყველა ასაკის ადამიანის დღეს ვინც ნაციონალების მომხრეებად რჩებიან. ყველანი თანამონაწილეები ხართ.

 

დიდი შეცდომაა, როცა სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს ხელისუფლება 2013 წლიდან სააკაშვილის ბანდასთან მიმართებაში. ეს იყო და რჩება ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად.

 

ყორანაშვილი შენ ხარ და შენისთანები. თქვენი ჩასვრილი ომი ჯარისკეცებისთვის გინდოდათ შეგეტენათ. ათობით პირი დაიჭირეთ“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner