logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე: კატეგორიულად უარვყოფთ ცალკეული პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობებს, თავზე მოახვიონ პოლონეთის საზოგადოებას უსაფუძვლო აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა არ აფასებს პოლონეთის დახმარებას
- +

31 ივლისი. 2023. 23:25

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს ვარშავაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ კიევი თითქოს საკმარისად არ აფასებს პოლონეთის მიერ გაწეულ დახმარებას. შესაბამისი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ გამოაქვეყნა.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანმა და საერთაშორისო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ მართლაც დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან და უკრაინამ იმ როლის დაფასება უნდა დაიწყოს, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ბოლო თვეებსა და წლებში შეასრულა.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ცალკეული პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობებს, თავზე მოახვიონ პოლონეთის საზოგადოებას უსაფუძვლო აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა არ აფასებს პოლონეთის დახმარებას. რეალობა კი არის მეგობრული და ღია დიალოგი უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის, რომელთა შორის არის მაღალი დონის ურთიერთგაგება და ნდობა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანმა.

28 ივლისს, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს, როდესაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ვადა იწურება.

20 ივლისს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner