logo_geo
eng_logo
მექსიკის პრეზიდენტი: უკრაინაში ირაციონალური ომი უნდა დასრულდეს
- +

1 აგვისტო. 2023. 01:53

მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ უკრაინაში ირაციონალური ომი უნდა დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ლოპეს ობრადორის თქმით, მექსიკა მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, თუ ორივე მხარე დაესწრება მას.

თუკი უკრაინისა და რუსეთის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას [მოლაპარაჯებებში]“, - განუცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს, ეს ძალიან ირაციონალურია. ერთადერთი, ვინც მისგან სარგებელს იღებს, ომის ინდუსტრიაა“, - განაცხადა მექსიკის ლიდერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner