მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ უკრაინაში ირაციონალური ომი უნდა დასრულდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ლოპეს ობრადორის თქმით, მექსიკა მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, თუ ორივე მხარე დაესწრება მას.
„თუკი უკრაინისა და რუსეთის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობის მისაღწევად, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას [მოლაპარაჯებებში]“, - განუცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს, ეს ძალიან ირაციონალურია. ერთადერთი, ვინც მისგან სარგებელს იღებს, ომის ინდუსტრიაა“, - განაცხადა მექსიკის ლიდერმა.