უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა და ხორვატია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის ხორვატიის პორტების გამოყენების შესაძლებლობაზე შეთანხმდნენ.
„ახლა ჩვენ ვიმუშავებთ ამ პორტებისკენ ყველაზე ეფექტური მარშრუტების ჩამოყალიბებაზე, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ექსპორტის განბლოკვაში შეტანილი წვლილი, თითოეული გაღებული კარი არის რეალური, ეფექტური წვლილი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.