"საქართველოს როლი დღეს რეგიონში იზრდება, გამომდინარე გლობალურად მიმდინარე მოვლენებიდან, იზრდება ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთთან, ისე ჩინეთთან ძალიან ახლო ურთიერთობები, "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„[პრემიერ-მინისტრის] ეს ვიზიტი სწორედ ამ ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს, კომუნიკეც სწორედ ამას ეხმიანება“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.