სასანქციო ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ საგრძნობლად უნდა გაიზარდოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“ჩვენი ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინელებისა და ჩვენი შვილების ნორმალური ცხოვრების დასაცავად, ჩვენს სამხედროებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი რაოდენობის შორ მანძილზე მოქმედების იარაღი, საკმარისი რაოდენობის საშუალებები ტერორისტების დასამარცხებლად”, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრივი რიჰზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ცნობილია, რომ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 10 წლის გოგონა, ხოლო 69 ადამიანი დაშავდა.
"ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს სანქციები ტერორისთვის. მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს რუსეთში რაკეტების წარმოებისთვის კრიტიკული კომპონენტების მიწოდების არხები", - განაცხადა მან.