logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია : „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი შანსი ქაოსის შექმნაა
- +

6 სექტემბერი. 2016. 14:15



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია  „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავს.


„ეს არის სახიფათო ძალა, რომელსაც მუდმივად დაწერილი აქვს კალენდარი,  სადაც ცდილობს გარკვეულ პროვოკაციებს. ეს შეიძლება იყოს თეორიული გეგმა, რადგან მაინც ვერ მოახერხებენ პროვოკაციებს,  საზოგადოება მათ არ აჰყვება. არჩევნების შემდეგ  „ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი შანსი არის, გარკვეული ქაოსის შექმნან და ამ ქაოსის შედეგად რაღაცნაირად ამოტივტივდეს გარკვეული ხალხი", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ალექსანდრე ქანთარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner