ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
ამონაწერი რეესტრიდან: "დიალოგ ევრაზიის პლატფორმის ფონდი საქართველოში". თავმჯდომარის ვინაობას, ფოტოს როცა გახსნით, ქვედა ნაწილში წაიკითხავთ
გიული ალასანიას სიტყვავთურქეთში, 2010 წელი
"საქართველოს ტოვებს რუსული კულტურის ბოლო პლასტი, რუსული ენა დავიწყებას ეძლევა, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი ხდება, რაც ძალიან მაწუხებს.
კონფლიქტის მოგვარება შორეული პერსპექტივის საქმეა. თბილისი საჭიროებს რუსეთთან დიალოგს. მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. რუსეთის ლიდერები უარს ამბობენ სააკაშვილთან დიალოგზე. თუმცა, ოპოზიციასთან აქვთ კავშირები. ჩვენ ვართ მეზობლები და ასეთებად დავრჩებით. საქართველოდან მიდის რუსული კულტურის ბოლო პლასტი. რუსული ენა დავიწყებას ეცემა. ქართველები ინგლისურენოვანები ხდებიან. მე ეს მაწუხებს."
გიული ალასანია დღემდე რჩება პროთურქული ორგანიზაცია პლატფორმა ევრაზიის დიალოგის საქართველოს ფილიალის გამგეობის თავმჯდომარედ.
ამათი გულრწფელობა უნდა დავიჯერო?" - წერს ამირან სალუქვაძე.