logo_geo
eng_logo
31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა!
- +

1 აგვისტო. 2023. 10:18

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 24 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობებში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებზე ზრუნვა და მათი ინფორმირება.

 

ჩვენი რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის თითქმის 13%-ია.

 

რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ; გაიმართა რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.

 

ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს ყველა იმ რეინჯერს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

 

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია დაცული ტერიტორიების გაფართოება და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა. ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ. დღეისთვის, დაცული ტერიტორიების ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 13%-შეადგენს. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა, მოვლა, მოფრთხილება, პატრონობა. რეინჯერთა პასუხისმგებლობა ამ საქმეში არის ძალიან დიდი; ისინი ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ბუნების დაცვის საქმეში; მათი წვლილი არის ფასდაუდებელი. რეინჯერის დღის აღნიშვნის ფარგლებში, ყველა გამორჩეული რეინჯერი, რომელიც თავის საქმიანობაში არის წარმატებული დავაჯილდოვეთ; გავიხსენეთ ყველა ის რეინჯერი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა და მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება არის გმირობის ტოლფასი. სახელმწიფო ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ როგორც სათანადო სამუშაო პირობები, ასევე სოციალური გარანტიები, იმისთვის, რომ მათ ღირსეულად შეასრულონ საკუთარი საქმე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს.

 

რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner