logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველომ საკმაოდ სერიოზულად გაიძლიერა პოზიციები საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე
- +

1 აგვისტო. 2023. 10:32

 

 

მმართველ გუნდში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ჩინეთში ისტორიულ უწოდებენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველომ საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე პოზიციები მნიშვნელოვნად გაიძლიერა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეიძინა ჩინეთისგან ყველა მიმართულებით.

 

საქართველომ საკმაოდ სერიოზულად გაიძლიერა პოზიციები საერთაშორისო ეკონომიკურ რუკაზე და ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეიძინა საკმაოდ მძლავრი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნისგან ყველა მიმართულებით“, - ამბობს ვოლსკი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.

 

31 ივლისს გამოქვეყნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ასევე პეკინში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმს დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner